ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები

ძალიან სამწუხაროა, რომ NDI-ის დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები მოკლე ვადიანი მისიით მაინც იქნებიან წარმოდგენილი, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) -ის განცხადებას, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს ვერ გამოაგზავნის.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას არ უნდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

„ბუნებრივია ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, თუნდაც იმით, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო ეკა ბესელიას კანონპროექტი, რომელიც ხმების გადათვლისა და გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ უნდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია ასევე არსებობს შიშები სხვა სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, მოსახლეობამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და თითოეული მათი ხმა უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა