პრემიერი ფერმერებს - თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ

თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ ფერმერებს ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.

გახარიას თქმით, სახელმწიფო თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით.

„საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნათელი გახდა პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარულად პირველადი მოთხოვნების პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში გახდა პრობლემა. დღეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იზრდება. აქ თხილიც თავის ნიშას დაიკავებს. რაც მთავარია, მინდა გისურვოთ მშვიდობა, ეფექტიანი ყოველდღიური შრომის შედეგი, რომ გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავლი და შემდგომ სიამაყის გრძნობა. ჩათვალეთ, სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო