ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

პაციენტი, რომელსაც სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა, გუდაუთის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 4 სექტემბერს, 74 წლის პაციენტი სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი მისი გუდაუთის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, იგი გუდაუთის ცენტრალური რეგიონალური საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა,“ - აღნიშნულია ე.წ. ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის გავრცელების დროიდან, საერთო ჯამში, კორონავირუსის 516 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 157 და დაღუპულია 5 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა