საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი GITA-თან თანამშრომლობას იწყებს

საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, კომპანია Sweeft Digital-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, პარტნიორობის სანაცვლოდ - IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, Sweeft Digital-ის პროექტი „ერთად წარმატებისკენ“ ინვესტირების უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს, სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს სტარტაპ იდეების რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი.

Sweeft Digital-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერცალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

მათივე ინფორმაციით, კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა. აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს