ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს - გატაცებულ მამაკაცს კონფლიქტი მოუვიდა შეიარაღებულ პირებთან, რომლებიც მეგრულად საუბრობდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ ადამიანის გატაცების ფაქტზე სისხლის სამარლის საქმე აღძრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ე.წ. „შინაგან საქმეთა“ სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. „შინაგან საქმეთა“ სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება 1962 წელს დაბადებული ჯემალ სოსელიას გატაცებას, რომელიც 2020 წლის 5 სექტემბერს ავტომობილით მოძრაობისას შეიარაღებულმა, შავ სამოსში გამოწყობილმა და ნიღბიანმა პირებმა გააჩერეს, ავტომობილში ჩაუსხდნენ და გალის რაიონის სოფელ აბერკიტის (საბერიო) მიმართულებით წაიყვანეს.

„წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის კონფლიქტი მოხდა. აღნიშნული პირები მეგრულად საუბრობდნენ და სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი მათ სოსელია ძალდატანებით საქართველოს საზღვრისკენ წაიყვანეს. სამართალდამცავებმა სოსელიას ავტომობილი გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარში ნახეს,“- აღნიშნულია ე.წ. „შინაგან საქმეთა“ სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სოსელია რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სოჭში ცხოვრობს, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ცოტა ხნის წინ კი, სოფელ საბერიოში აიშენა სახლი და მშობლიურ სოფელში პერიოდულად ჩადის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა