ბელარუსის შსს - მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 633 ადამიანი დააკავეს

მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 6 სექტემბერს 633 ადამიანი დააკავეს, - ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლგა ჩემოდანოვამ, განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას ბელარუსის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში 42 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 31 000 ადამიანი მონაწილეობდა.

„მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკავებულია 633 ადამიანი. ადმინისტრაციული დანაშაულების საქმეებზე სასამართლო განხილვამდე 363 მოქალაქე პატიმრობაში დარჩა“, – განაცხადა ჩემოდანოვამ.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა