კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“, „თიბისის“ მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა

კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“, „თიბისის“ მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, კომპანიამ „თიბისის“ სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერით ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებს.

მათივე ცნობით, „360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას, ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას სთავაზობს. მასალების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგება იგეგმება.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ, დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე.

ცნობისთვის, ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას და ბრენდირებული პროდუქციით ამარაგებს, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს