პრეზიდენტი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ როლი უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა