თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული ამომრჩევლები ხმის მიცემას სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება შესაძლოა, მიეცეთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟვანიას თქმით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე არსებობს მუხლი, რომლის თანახმადაც სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ჟვანიას განცხადებით, ის ფიქრობს, რომ საკარანტინე სივრცეში მყოფ ამომრჩეველს მისი უფლების რეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. სხვათაშორის ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე ეს მუხლი არსებობს, სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს. ვისაუბრებთ პოლიტიკურ პარტიებთან, დამკვირვებლებთან სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რა იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთის მხრივ, თვითონ კომისიის წევრებსაც მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და დამკვირვებლებსაც“, - განაცხადა ჟვანიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს