ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოში დაწყებულ სამხედრო სწავლებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დღეს დაწყებულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ს ეხმაურება და „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების ინტენსივობისა და ზრდის მასშტაბები მსგავსი სახის ერთობლივი სწავლებების გზით, სადაც ქართველ სამხედროებს გააჩნიათ შესაძლებლობა გაზარდონ თავისი სამხედრო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების მართვის დამატებითი სიახლეები“ , - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მათი აზრით, ასეთმა რეგულარულმა სამხედრო სწავლებებმა დასავლეთთან ერთად, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში.

„საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებებზე სიმეტრიული პასუხის სახით, აფხაზური მხარე აპირებს წავიდეს რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზით აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“ , - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დღეს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად გაიხსნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო