სოზარ სუბარი - სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა - თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს

სააკაშვილი ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უყვარს ზღაპრების მოყოლა, მაგრამ ის საქართველოში ვერ ჩამოვა და დადასტურდა კიდეც.

„სააკაშვილს მე არსად ვეპატიჟები, მას ეპატიჟება საქართველოს კანონმდებლობა და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები. წერტილი. ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება მის ჩამოსვლას, მან თვითონ თქვა, რომ არსად ჩამოსვლას არ აპირებს. ვუსმენდი და სადმე თქვა, როდის ჩამოდის? ვერ ჩამოვა, რადგან მშიშარაა, მშიშარა, ვერსად ჩამოვა. მართლმსაჯულების ეშინია, ქართველი ხალხის ეშინია, ჰაერში გაფრენილი თვითმფრინავის ეშინია, ისე ეშინია, რომ სტუმარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტოვებს საფრთხის ქვეშ და თვითონ დაფორთხავს ტალახში. ეს არის თქვენი და ჩვენი ერთ დროს მთავარსარდალი. მერე მოდის და ჰყვება, როგორ დაფრინავდა ღრუბელ-ღრუბელ, ზღაპრებს. ზღაპრების მოყოლა უყვარს, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოვა და თვითონ დაადასტურა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან ეშინია.

კი, ბატონო, გრიგოლ ვაშაძეს უნდა მისი ჩამოსვლა და ეპატიჯება, შეიძლება, ხატია დეკანოიძეს უნდა, სხვებსაც უნდათ, მაგრამ ვერ ჩამოვა, რასაც თქვენც დაინახავთ, ჩვენც დავინახავთ, მრავალგზის დავინახეთ“ , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა