არჩილ თალაკვაძე დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას და საარჩევნო კამპანიას უბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თვითიზოლაციაში ყოფნა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძეგანუცხადა, დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას და საარჩევნო კამპანიას უბრუნდება.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მოქალაქეებსაც მიმართავს და ურჩევს, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ, რათა ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ "კოვიდ 19"-ის ინფექცია არ დამიდასტურდა, წესების თანახმად, თვითიზოლაციის პერიოდი გავიარე და ვუბრუნდები აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას და საარჩევნო კამპანიას. ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

ყოველდღე ვინტერესდებოდი ჩემი დაცვის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიხარია, რომ მისი მკურნალობა გართულებების გარეშე მიდის. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

პირბადის და დეზინფექციის წესების გამოყენებამ მე და ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა დაგვიცვა ვირუსის გადადებისგან. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და დეზინფექციის საშუალებების გამოყენებას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში აგვისტოს ბოლოდან იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე იზოლაციის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს