„ტასჰაბი“ მომხმარებლებს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს

„ტასჰაბი“ არქიტექტურული სერვისების ერთგვარი ჰაბია, რომელიც მომხმარებლებს სრულ არქიტექტურულ მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტასჰაბიდან“ აცნობეს, კომპანია უკვე ორი წელია ქართულ ბაზარზეა. მსგავსი სერვისის შექმნის იდეა კომპანიის დამფუძნებელს, სერგი გიორგაიას პირადი გამოცდილების საფუძველზე გაუჩნდა.

სერგი გიორგაია ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის არქიტექტურული სამსახურის გენერალური მენეჯერია. სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისას კი, როგორც თავად ამბობს, სერვისების ნაკლებობის გამო, უამრავ დაბრკოლებას აწყდებოდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა შეექმნა კომპანია, რომელიც სრულ მომსახურებას, ერთ სივრცეში გაუწვდა მშენებლებს.

„პროექტის შეთანხმებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მოძიება მე თავად მიხდებოდა, ეს პროცესი საკმაოდ რთული იყო - კომპანიები, რომლებსაც მივმართავდი, სხვადასხვა ვადებში ასრულებდნენ სამუშაოებს, რაც საქმეს მიგვიანებდა და დიდი დისკომფორტი იყო მუშაობის პროცესში. ამიტომაც გამიჩნდა იდეა, შემექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში და შექმნიდა იმ კომფორტს, რაც აქამდე არავის ჰქონია“, - აცხადებს სერგი გიორგაია.

„ტასჰაბი“ მომხმარებელს ყველა სხვა აქამდე საჭირო დოკუმენტებთან ერთად, საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებასაც სთავაზობს, რაც ყველაზე რთულად მოსაპოვებელ მომსახურებას წარმოადგენს მშენებლისთვის. ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად, საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება სიახლეს და მშენებლებისთვის სირთულეს წარმოადგენს, რადგან საკმაოდ რთულად მოსაძიებელია შესაბამის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტი, მეტიც, სირთულეს წარმოადგენს სანდო კომპანიის მოძიებაც, რომელიც ზემოთ ხსენებულ მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს.

„ტასჰაბის“ დამფუძნებლის თქმით, მეტი კომფორტისათვის, ასევე, შესაძლებელია თანამშრომლობა მშენებლობის კუთხითაც, რაც „ტასჰაბის“ მიერ პროექტის შეთანხმებას და აშენებასაც კი გულისხმობს.

„კლიენტებს ვთავაზობთ სრულ არქიტექტურულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო კვლევებს, სქემებს, დენდროპროექტებს, ხეების გადარგვას, დარგვას, მოვლა- პატრონობას, ასევე, საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას, რომელიც 41- ე დადგენილების მიხედვით, დღეს უკვე ყველა სამშენებლო ობიექტს სჭირდება, სხვაგვარად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. ასე რომ, გვაქვს ყველანაირი მომსახურება, რომელიც კავშირშია არქიტექტურასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით, რომელთაც შეუძლიათ მომხმარებლის ნებისმიერი წრის ინტერესების დაკმაყოფილება, რაც გამოიხატება კომპანიის მიერ როგორც ინდივიდუალური სახლების, აგარაკების, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების და კომერციული ფართების დაპროექტებაში, შეთანხმებასა და აშენებაში. კომპანიის ინფორმაციით, „ტასჰაბის“ სერვისი დოკუმენტების სწრაფად, ეფექტურად და ერთ სივრცეში მომზადებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, მოგებულ დროს, დაზოგილ ენერგიას და რესურსს ნიშნავს. ამასთან, კომპანია კლიენტებს უფასო კონსულტაციასაც სთავაზობს.

„კომპანიის გამოცდილება, რომელსაც უამრავი პროექტი აქვს შეთანხმებული გაძლევს საშუალებას, ენდო და დაეყრდნო, კითხვა დაუსვა და კონსულტაციაც გაიარო სრულიად უფასოდ. როცა ერთ კომპანიას მიმართავ, მისი ყველა სპეციალისტი ერთმანეთში გადის კონსულტაციას და ურთიერთშეთანხმებით მზადდება ყველა დოკუმენტი, შესაბამისად კლიენტს არ უწევს კომუნიკაცია და დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობის შემოწმება. ასევეა ცვლილებების შემთხვევაში - პროექტში ცვლილების განხორციელებისას, მშენებელს არ უწევს დოკუმენტების შეცვლაზე ყველა სპეციალისტთან კომუნიკაცია, ამ პროცესებს თავად უზრუნველყოფს „ტასჰაბის“ გუნდი.

კომპანიის დაარსების დღიდან გვყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებიც რეკომენდაციას გვიწევენ და კმაყოფილი კლიენტების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. სწორედ წინა მომხმარებლის რეკომენდაციით მოვიდა ჩვენთან ამჟამად მიმდინარე პროექტის დამკვეთი. როგორც გვითხრა, რამდენიმე წელი ცდილობდა პროექტის შეთანხმებას, შემდეგ ჩვენი გუნდი ურჩიეს. თავდაპირველად კონსულტაციისთვის მოგვმართა, იმ დღიდან სულ რაღაც 5-6 თვეა გასული და უკვე კორპუსის საძირკვლის დამუშავების სამუშაოები მიმდინარეობს. იმდენად სწრაფად და კომფორტულად მიიღო ჩვენგან მშენებლობის ნებართვა, რომ სამომავლოდ ცალსახაა, თუ ვის ანდობს პროექტების განხორციელებას. უკვე რამდენიმე მიწაზე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და ახლო მომავალში კიდევ ერთ მრავალფუნქციური პროექტის სამშენებლო ნებართვას მივცემთ.

ვგრძნობთ, რომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც მართლაც სჭირდებოდა ამ სფეროს და ქალაქს. დარწმუნებული ვარ, მომავალში, ამ სერვისზე კიდევ მოთხოვნა უფრო გაიზრდება,“- აღნიშნავს სერგი გიორგაია.

კომპანიის წარმატებულ და ეფექტურ საქმიანობას პირველ რიგში, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები განაპირობებენ. პროფესიონალიზმი, სიმარტივე და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება - ამ ეტაპზე „ტასჰაბი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს. „ტასჰაბი“ ორი წლის განმავლობაში უკვე მოემსახურა ათობით როგორც დამწყებ, ისე წარმატებულ სამშენებლო კომპანიას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს