შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ პენიტენციური დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ პენიტენციური დაწესებულება 2500-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში არონიას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს თანხა ნათესავმა, ბანკიდან გამოტანილი სესხით გადაუხადა.

ვერონიკა არონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 2500-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვერონიკა არონიამ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მოჰყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. უწყების ცნობითვე, საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა გამოძიებას იმისთვის, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია.

საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ