გიგი უგულავას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, მათ პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს. აღნიშნულის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის მოქმედი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, დადგება დრო, როცა დავით კეზერაშვილი თავის ფინანსურ შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

„დათო კეზერაშვილი არის ჩემი მეგობარი და ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით. ჩვენ მეგობრები ვართ 2001 წლიდან და გვაკავშირებს ბევრი რაღაც, მაგრამ ჩვენს პარტიასთან მას არანაირი პირდაპირი შეხება არ აქვს, მითუმეტეს, მის მიერ დაფინანსებას.

სამარცხვინოა, როცა თავდაცვის მინისტრი იცლის ამ პოლიტიკური კინკლაობისთვის, როცა უამრავი პრობლემაა ჯარში... განსაკუთრებით, ის ამაზრზენი და გულისამრევი ფორმა, რაც ღარიბაშვილს ახასიათებს, ჩვენი ჯარისთვის შეურაცხმყოფელია. თავდაცვის მინისტრს ამის მიღმა ძალიან ბევრი საქმე აქვს.

ყველამ ვიცით, რომ ღარიბაშვილი თავისი ნათესავების და მისი საკუთარი კორუფციის გამო გააგდო ივანიშვილმა“, - განაცხადა უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს