თეონა აქუბარდია - „სტრატეგია აღმაშენებელს“ თბილისის მერია აბსურდული მუხლით ედავება და 55 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია თბილისის მუნიციპალური სამსახურის მიერ გამოწერილ 55 ათასი ლარის ჯარიმას უკანონოს უწოდებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების შევიწროებას განაგრძობს. მისივე განცხადებით, თუ თბილისის მერია დღეს არ დააკმაყოფილებს პოლიტიკური პარტიის საჩივარს აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით, სხვა ინსატანციას მიმართავს.

„საჩივრით მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ამ უკანონობის აღკვეთა, კერძოდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუნიციპალურმა სამსახურმა უკანონოდ, 55 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზად კი, სრულიად აბსურდული მუხლი დასახელდა. თითქოს ჩვენ საარჩევნო პერიოდში კანონის დარღვევებით ვაწარმოებდით საარჩევნო კამპანიას. ანალოგიური პრაქტიკა დღემდე არ ყოფილა, არცერთ საარჩევნო პერიოდში. გვედავებიან, თითქოს უკანონო ინსტალაციებით გვქონდა ტენტები, მაშინ როცა თბილისის მერია ჩვენი მხრიდან ინფორმირებული იყო და მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მიწოდებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, რომ ვგეგმავდით აღნიშნული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმოებას. ნაცვლად იმისა, რომ მერიას ეპასუხა და შესაბამის სამსახურთან გადაეგზავნა ჩვენი მიმართვა, მათ პარტიას 55 000 -ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული ჯარიმა მერიაში. დღეს მიმდინარეობს განხილვა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ, როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო კომისიას, ასევე ყველა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას. ის მუხლი, რასაც ჩვენ გვედავება მერია სრულიად გაუგონარია, თითქოს ეს არის უკანონო ინსტალაცია ისევე, როგორც კონდინციონერების დაყენება ფასადის დამახინჯების მიზნით. ანალოგიური მუხლით დაჯარიმება უბრალოდ სასაცილოა. ასევე, ბუნდოვანია მათი პასუხი, რომ ჩვენ თურმე აუქციონზე უნდა შეგვეძინა ადგილი, რაც გულისხმობს, მეტროსთან ხელმოწერების შეგროვებას. რა თქმა უნდა, აუქციონზე ამას ვერ შევძლებდით, ეს კიდევ ერთი ბიუროკრატიული მიზეზია, იმისთვის, რომ მოხდეს ხელის შეშლა პარტიის საქმიანობაში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს მიუთითებს ჯარიმის უკანონონობაზე და ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და დღევანდელი განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ჩვენი საჩივარი დაკმაყოფილებული, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ყველა კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს ინტერესებს,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)