ვაკის პარკში დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა იწყება

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, შემოიღობა პარკის ჩრდილო-დასავლეთი ზონა, სადაც ხვალიდან დაავადებული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

„სანიტარიული ჭრის ფარგლებში, 200-მდე ზეხმელი ფიჭვის სახეობის ხე მოიჭრება. ამავდროულად, იმ არეალებში, სადაც სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, ჯანსაღი მწვანე ნარგავების გარეგანი დაცვის მიზნით, ხის მერქანი შეიფუთა.

სანიტარიული ჭრა დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე განხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პარკის ტერიტორიაზე არსებული 80%-ზე მეტად ხმობაში შესული მწვანე ნარგავები მოიჭრება.

დაავადებული და ხმობადი ხეების სანაცვლოდ, ახალი ნერგების დარგვა მომავალ წელს, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის იგეგმება.

ვაკის პარკში სანიტარიული ჭრა კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც ინფორმაცია მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება“,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა