მიხეილ ხიდურელი - „მეგადორსი“ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც წარმატებით გამოიყენა სესხის თანადაფინანსების პროგრამის გაუმჯობესებული პირობები

შპს “მეგადორსი” არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც წარმატებით და სწრაფად გამოიყენა სესხის თანადაფინანსების პროგრამის გაუმჯობესებული პირობები, რაც 2 წლიანის მაგივრად 3 წლიან სუბსიდირებას და გაზრდილ ლიმიტს გულისხმობს, - ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა .

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, „მეგადორსი“ წარმოებას აფართოებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების განახლებული პროგრამით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარმოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.

დამტკიცებული სესხის ფარგლებში, „მეგადორსი” 4.8 მლნ ლარის გამოყენებას შეძლებს და ჯამში 6 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე კომპანია სულ მცირე 22 ადამიანს დაასაქმებს და პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

მათივე ცნობით, პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სააგენტოს ინდუსტრიულ კომპონენტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა.

ასევე, პროგრამას დაემატა შემდეგი საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები. შესაბამისად, ინდუსტრიულ კომპონენტში 200-ზე მეტი პრიორიტეტული საქმიანობა არის შესული.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა