ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

„30 მარტს კორონავირუსის 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 31 მარტს 7-ი და ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საყოველთაო კარანტინი შემოიღო და „კომენდანტის საათი“ აამოქმედა. 2 დღეა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 40-ს აჭარბებს და იგივე ხელისუფლება სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებას აპირებს”,-აცხადებს იოსელიანი.

მისი თქმით, ხელისუფლება ან მაშინ იტყუეობოდა, ან ახლა.

"მე არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, მაგრამ ერთი რამე ნათელია ან მაშინ იტყუებოდნენ ან ახლა. მგონია, რომ მაშინაც და ახლაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება. გაზაფხულზე მზრუნველი მთავრობის იმიჯი მოირგეს, ახლა კი იციან რა, ხალხის ნეგატიური განწყობა ვეღარ ბედავენ იგივე შეზღუდვების დაწესებას. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მაშინაც და ახლაც მათი მიზანი წინასაარჩევნო პიარია და ხალხის ჯანმრთელობა ნაკლებად ადარდებთ" - აცხადებს ლევან იოსელიანი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ