ლევან ბოძაშვილი მცხეთა-მთიანეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს

ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობის“ ლიდერი ლევან ბოძაშვილი მცხეთა-მთიანეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

როგორც ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მოძრაობა მაჟორიტარს წარადგენს გლდანის ოლქშიც, სადაც კანდიდატი „სოციალური სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იქნება. ასევე, პარტია ვაკის რაიონში რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის კანდიდატურას დაასახელებს, ხოლო სამგორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის გენერალური მდივანი გიორგი შერვაშიძე იქნება.

„ჩემი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი განპირობებულია იმ უმნიშვნელოვანესი, ძალიან რეფორმატორული და ინოვაციური პროგრამის განხორციელებით, რომელიც გვაქვს, შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში და რომელიც არსებით გარდატეხას შეიტანს ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არის პროგრამა, რომელსაც ჩვენ პირობითად დავარქვით „ნეო საქართველო“, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იმ სტანდარტებზე გარდაქმნას, რომელიც დღეს არის აუცილებელი მსოფლიოში მიმდინარე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის. ამ პროგრამაში გათვალისწინებული ადამიანის დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფოსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე ანუ ბანკებზე. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 80-% ზე მეტი დამოკიდებულია საჯარო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

ჩვენ არ გვაქვს არც მესამე და არც რომელიღაცა ძალობის პრეტენზია. ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ფრაქცია პარლამენტში და ამ ფრაქციის მეშვეობით განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც გვაქვს. ჩვენ ჩვენს პროგრამას 6 თვიდან -14 თვემდე განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებით პარლამენტში. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ ყველაფრისთვის საკანონმებლო ბაზა მოვამზადოთ“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა