ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 73 ტესტიდან, 21-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 53 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, თერთმეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დღეს გამოჯანმრთელებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.