მასწავლებლებს, რომელთაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცე უნდა გამოუყოს

მასწავლებლებს, რომლებსაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცეები უნდა გამოუყოს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ დამტკიცებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესებსა და პირობებს ეხება.

„სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი“, - ნათქვამია ბრძანებაში.

ამასთან, ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.

"იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად",- ნათქვამია დოკუმენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა