ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 78 წლის პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში 29 აგვისტოს შეიყვანეს, 9 სექტემბერს კი გარდაიცვალა. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება აწუხებდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში, დღემდე, კორონავირუსის 557 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 6 ადამიანი გარდაიცვალა.