ლევან კობერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს ქუთაისისხელა ბიუჯეტი აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, რეიტინგს ვერ ზრდის

„ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგთან მიმართებით არაადეკვატურია ის ხარჯები, რომელიც ტელევიზიისთვის ბიუჯეტიდან იხარჯება. როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭოზე უნდა დაეყენებინა საკითხი, რომ წლის განმავლობაში 69 მილიონ ლარის ბიუჯეტი შემცირებულიყო.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი წლის განმავლობაში 69 მილიონ ლარს განკარგავს. შესაბამისად, დავაყენე საკითხი, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონონიმიკა სამწუხაროდ, ჯერჯერობით რეცესიის გზით მიდის ბევრი სხვადასხვა მიზეზის და პირველ რიგში, კოვიდ 19-ის გამო, საზოგადოერივ მაუწყებელს, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის ერთ-ერთ მკაფიო გამომხატველს თავისი შინარსიდან გამომდინარე, ფინანსური თვალსაზრისით დაეყენებინა სამეურვეო საბჭოზე საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ წლის განმავლობაში ეს ბიუჯეტი შემცირებულიყო და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებით ადეკვატური ყოფილიყო. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ არის“,-განაცხადა კობერიძემ.

მისი შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს რეიტინგზე არ აისახება.

„რეიტინგზე პრაქტიკულად არაფერია მოცემული. სამწუხაროდ, არასახარბიელო სიტუაციაა. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტიდან გაწეულ დანახარჯთან მიმართებით არაადეკვატურია ის რეიტინგები, რომელიც ამ წუთას საზოგადოებრივი მაუწყებელს აქვს. ვადასტურებ, რომ რამდენიმე გადაცემა ნამდვილად საინტერესოა საყურებლად, მაგრამ მთლიანობაში, ეს საბოლოოდ რეიტინგით იზომება. შესაბამისად, პირდაპირ გეტვით, ჩემი შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტთან მიმართებით არაადეკვატური შედეგებით არის წარმოდგენილი, მათ შორის 2019 წლის ანგარიშში. პრაქტიკულად, ქუთაისისხელა ბიუჯეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა, სამწუხაროდ, რეიტინგს ვერ ვზრდით“,-განაცხადა კობერიძემ.

მისი შეფასებით, ბოლო 4 წლის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თითქმის 200 მილიონ ლარზე მეტია უკვე დახარჯული, სასესხო ვალდებულებების გარეშე და არცერთ წელს არ ყოფილა რაიმე დანაზოგი ტელევიზიის მხრიდან. კობერიძე აცხადებს, რომ გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ამხელა თანხა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება და ტელევიზიას არც მაღალი რეიტინგი აქვს.

„69 მილიონს იმისთვის თუ ხარჯავთ, რომ მხოლოდ ციფრული საინფორმაციო სააგენტო იყოს, მაშინ დიდი ბოდიში, მგონი სულ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა კობერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს