ირანმა სპარსეთის ყურეში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ირანმა სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტის ახლოს, სამხედრო წვრთნები - Zolfaghar-99 დაიწყო , - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"სამდღიანი სწავლება მიზნად ისახავს თეირანის სამხედრო ძალის გაუმჯობესებას საგარეო საფრთხეებისა და ნებისმიერი შესაძლო შემოჭრის გასამკლავებლად", - განაცხადა წვრთნების მეთაურმა, ადმირალმა ჰაბიბოლა სარდარმა ირანის ტელევიზიასთან საუბარში.

მისივე თქმით, ირანისგან გაფრთხილების მიღების შემდეგ აშშ-მა იმ ტერიტორიიდან, სადაც წვრთნები მიმდინარეობს, თავისი დრონები გაიყვანა.

მედიის ინფორმაციით, წვრთნებში საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალები, მათ შორის წყალქვეშა გემები და დრონები, მონაწილეობენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ირანის ელიტურ რევოლუციურ გვარდიასა და აშშ-ის სამხედროებს შორის სპარსეთის ყურეში პერიოდულად დაპირისპირება მიმდინარეობს. ვაშინგტონი გვარდიის ფლოტს სრუტეში აშშ-ის სამხედრო გემების შევიწროების მიზნით სწრაფი შეტევითი კატარღების გაგზავნაში ადანაშაულებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ