გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული გახდეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს და ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ დიდი ნდობისთვის. იმის მაგივრად, რომ ახლა ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვების და განათლების სისტემა, ისევე როგორც მოხუცებზე ზრუნვაა. უნდა შევძლოთ რომ ქვეყანა ეკონომიკურად უფრო ძლიერი გახდეს და დემოკრატიული.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს . „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და საარჩევნო სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა