აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდასტურდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტი 85 მოქალაქეს ჩაუტარდა.

შტაბის ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 53 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია ექვსი ადამიანი, შედარებით ნაკლები სიმძიმისაა 11 პაციენტი. საავადმყოფო დატოვა 6-მა პაციენტმა.