რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარს გახსნის

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარს გახსნის, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.

„სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გახსნის შესახებ. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურის, მიხაილ მიშუსტინის მიერ უახლოეს დღეებში იქნება ხელმოწერილი“, - ნათქვამია ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 30 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთს ე.წ. საზღვრის 15 სექტემბერს გახსნა შესთავაზა. ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო მაისიდანაა ჩაკეტილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს