ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის გადაწყვეტილება, რომ ორი კვირით უნდა შეჩერდეს სწავლა დიდ ქალაქებში ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში.

„დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს სიები, აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. პროცესი დაიწყო და ყველა მათგანის ტესტირება მოხდება. 2 100 არაფერი არაა, დღევანდელი ჩვენი სიმძლავრეებიდან გამომდინარე. დღიური ტესტირება 8 000 გვაქვს, არის გაზრდის შესაძლებლობა. რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია, შემუშავებულია სტრატეგია 45 000 მასწავლებლის რენდომული გამოკვლევის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც მასწავლებელი სკოლაში მიდის არაა ინფიცირების სტადიაში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ