ქართული პრესის მიმოხილვა 11.09.2020

"ოცნებას“ უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა“

გაიზრდება თუ კიდევ შემცირდება? - ეკონომიკა 2021 წელს სასწორზე იდგება

***

"ოცნებას“ უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა“

"ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ხუთშაბათს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ოცეული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების" პროპორციულ სიის პირველ ოცეულში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები, სიაში ასევე ცნობილი სპორტსნმენებიც არიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნებას“ უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა“

„როგორც ანჯაფარიძემ პროპორციული ოცეულის შეფასებისას განაცხადა, ძველი სახეების რეიტინგები საზოგადოების უკვე ცნობილია, ხოლო რაც შეეხება ახალ სახეებს, მათ საბჭოთა წარსულთან არანაირი ბმა არ აქვთ, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის ერთგვარი გზავნილიცაა. იმ პოლიტიკოსებს, ვისაც საზოგადოება წლებია ძალიან კარგად იცნობს, მგონია, რომ მათი შეფასება ზედმეტიც არის. მათი პოლიტიკური წარსული, საქმიანობა ყველამ იცის, ასე რომ ეს პოლიტიკური ფიგურები არაერთხელ არიან შეფასებულები და მათი რეიტინგებიც ცნობილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება სიაში ახალ სახეებს, „რეზონანსის" ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ „ქართული ოცნება" შეეცდებოდა, სიის პირველი ოცეული უკვე ცნობილი და ახალი სახეების ნაზავი ყოფილიყო, პრინციპში ასეც გამოვიდა, ეს ჩვენი ქართული პოლიტიკური კულტურისა და რეალობისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ სიის პირველ ოცეულში ორი-სამი ადამიანი მაინც უნდა იყოს, რომლებიც პოლიტიკიდან შორს დგანან - სპორტის ან ხელოვნების წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ „ოცნებამ" სიაში სპორტსმენები შემოიყვანა, რომლებიც სპორტული მიღწევების გამო ყველას გვიყვარს. ესეც ალბათ ერთგვარი ელექტორალური მოსაზრებით გაკეთდა, რადგან ცხადია, მათზე აუგს არავინ არ იტყვის. რაც შეეხება სიაში არსებულ დანარჩენ ახალ სახეებს, მე პირადად მათ ახლოს არ ვიცნობ, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ისინი თუ შეიძლება ასე ითქვას ახალი ფორმაციის მქონე სახელმწიფო მოხელეები არიან, მათი ასაკიდან გამომდინარე. ეს ის ხალხია, რომლებსაც საბჭოურ წარსულთან აღარანაირი ბმა არა აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რონ ყველა მათგანს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული და ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა-ხოლმე”, - განაგრძობს გამოცემა.

“გარდა ამისა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის ერთგვარი მესიჯია, „ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკური ორიენტირების კუთხით, რომ პროდასავლური კურსი შენარჩუნდება და გაგრძელდება. ადამიანები, რომლებიც ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ დასაქმებული და ფართო თვალისგან მოშორებულ სამოხელეო საქმიანობას ეწეოდნენ, საჯარო პოლიტიკაში როგორები იქნებიან, ამას ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, როცა ამ მუშაობას შეუდგებიან და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთი გარემოება, რომ როდსესაც ისინი პარლამეტში მოხვდებიან, თავისუფლების რა არეალს მისცემენ, ისინი თავიანთი ხედვებისა და საკანონმდებლო ინიციატივების თუ მოსაზრებების რეალიზებას შეძლებენ თუ არა," - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

გაიზრდება თუ კიდევ შემცირდება? - ეკონომიკა 2021 წელს სასწორზე იდგება

“ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის კლება, ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა, რაც ხელისუფლების შეფასებით, პოზიტიური ნიშანია და ეკონომიკა ჯანსაღდება. პარალელურად მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ძალებს იკრებს და მის კვალდაკვალ, კერძო ბიზნესის მიმართ რეგულაციებიც იზრდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაიზრდება თუ კიდევ შემცირდება? - ეკონომიკა 2021 წელს სასწორზე იდგება

"ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე სწორედ ამ მონაცემებს ასახელებს და ფიქრობს, რომ გაისად მშპ-ს ზრდას ხელს ვერაფერი შეუშლის. წლევანდელი ფიასკოს შემდეგ, ეს შეიძლება სრულიად მიღწევადი იყოს. ექსპერტები კი უფრო დიდ რიცხვებზეც საუბრობენ, თუმცა ამის "მიზეზი" სწორედ ამჟამინდელი ჩავარდნა იქნება და არა ეკონომიკის საბოლოო გამოცოცხლება. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის აზრით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა, ორნიშნა მაჩვენებლებშიც კი გამოიხატოს, რადგან შესადარებელი პერიოდი პანდემიურ თვეებზე მოდის, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, თუკი შესადარის პეროდად პანდემიამდელ დროს ავიღებთ, ვერანაირ მატებაზე საუბარი ვერ იქნება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ თუ წლევანდელ თვეებთან იქნება შედარება (როცა კორონავირუსი მძვინვარებდა და ეკონომიკა სრულ რეცესიაში იყო), მაშინ რასაკვირველია მატება გვექნება. აუცილებლად უნდა ითქვას, ისიც, რომ ყველა პროგნოზი კეთდება იმ გათვლით, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან იარსებებს ვაქცინა, წინააღდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება რამე ლოგიკიური გაანგარიშება მოხდეს. დღეს ქვეყნა მეორე ტალღის მოლოდინშია, უკვე ძალიან მცირე რესურსია დარჩენილი ნასესხები ფულიდან, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხარჯავდით. ამიტომ უნდა ველოდოთ რთულ პროცესებს ამ მხრივაც”, - აღნიშნა "რეზონანსთან" აკადემიკოსმა. მცირედით თუმცა, უფრო ნაკლებია კერძო ანალიტიკური კომპანიის პროგნოზი. „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ეკონომიკის 4.5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი, - განაგრძობს გამოცემა.

"არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე 2021 წელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს, დღეს, ეკონომიკური ცხოვრების გრაფიკს ადგენს არა ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ ვირუსი. მსოფლიოც და საქართველოც ეკონომიკურ კრიზისშია. სამწუხაროდ, ქვეყანაში გაჩნდა ინფექციის მეორე ტალღის დაწყების ნიშნები. ეს, რა თქმა უნდა, დააზარალებს მოქალაქეებს, ბიზნეს, ბაზარს და მთლიანად ქვეყანას. გაზრდის კომპანიების გაკოტრების რისკს, შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას, შეზღუდავს ინვესტიციებს, შეაჩერებს ეკონომიკის აღდგენის მოსალოდნელ ტემპს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე უარყოფით გავლენას იქონიებს შეზღუდვები, სახელმწიფო ხარჯების ზრდა , პროექტების დაფინანსების გადავადება, რესურსდაცლილი და ვალების მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდა, მსხვილი კომპანიების მიერ ახალი პროექტების გადაფასება, გაურკვევლობის მოლოდინი და მღელვარება. ეპიდემიოლოგიური რისკის შემცირების მიზნით, მთავრობის შეზღუდვების ფონზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულები. რაც გულისხმობს უმუშევრობის ზრდას, რაც თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად გაზრდის სიღარიბეს. ისედაც დაუცველი შრომის ბაზარი იქცევა „მყიდველის ბაზრად“, დაბალი შემოსავლებითა და სამუშაოს მაძიებლებით”, - დასძენს გამოცემა.

"მართალია, მთავრობა ეკონომიკაში ფული ჩაშვებას ახდენს, თუმცა ეკონომიკური მოედანი ასაფრენ ზოლად მაინც ვერ აქცია, პირიქით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება ფასებისა და ცხოვრების ხარჯის მატება. არასახარბიელოა გლობალური ეკონომიკური გარემოს მომავალიც. კორონავირუსის დაავადების კონკრეტული ვაქცინის არარსებობის გამო, 2020 წელს გლობალური ეკონომიკის ზიანი 7.5%-11%-ის ფარგლებში იქნება . 40%-ით შემცირდება საინვესტიციო აქტივობა, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია საინვესტიციო აქტივობის კიდევ 10%-ით დაცემა. იმისათვის, რომ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ პოლიტიკური უმოქმედობიდან ახალ წესრიგში გადასვლით”, - განუცხადა "რეზონანსს” რატი აბულაძემ. ცნობისათვის, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით, 2021-ში – 4.5%-ით გაიზრდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა