რუსეთი და ჩინეთი ჰაკერების საშუალებით აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ Microsoft-ის ბრალდებებს უარყოფენ

რუსეთი და ჩინეთი მოსკოვთან და პეკინთან დაკავშირებული ჰაკერების მიერ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის კამპანიებში ჩართულ პირებზე შეტევის განხორციელების შესახებ Microsoft-ის ბრალდებებს უარყოფენ.

რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის საშინაო საქმეებში არასდროს ჩარეულა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩასარევად ჰაკერებს იყენებს, დაუსაბუთებელია.

შეგახსენებთ,კომპანია Microsoft-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები იმ ადამიანებსა და ჯგუფებზე თავდასხმას ცდილობენ, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში არიან ჩართულები. Microsoft-ის განმარტებით, ჰაკერების სამიზნე როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ისე „დემოკრატ“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, კამპანიაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა