რომან გოცირიძე - გიული ალასანია ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატს შორის მოიაზრება, გიგი უგულავა კი სერიოზული კანდიდატია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კანდიდატურა მუშავდება.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების სია საზოგადოებისთვის 5-6 დღეში გახდება ცნობილი, უშუალოდ ზუგდიდში კი სხვა კანდიდატებს შორის გიული ალასანიაც მოიაზრება.

„რამდენიმე კანდიდატში ისიც მოიაზრება. გამორიცხული არაა, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას, გოცირიძის თქმით, ის სერიოზული კანდიდატია.

„გიგი უგულავამ თქვა ერთხელ, არასდროს ზუგდიდში არ წავალო. ამიტომ არის პოლიტიკაში, „არასდროს თქვა არასდროს“. ახლა გიგი ზუგდიდში მონაწილეობს. ჩვენ ვიკვლევთ სხვადასხვა ოლქში, ვინ არის კონკურენტუნარიანი. გიგი უგულავა სერიოზული კანდიდატია.

ჩვენი მთავარი კონკურენტი არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მთავარი კონკურენცია იქნება იქ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიგი უგულავა არ არის წონიანი ფიგურა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა