გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, დაკითხული გამომძიებელი დაცვის მხარის კითხვების საპასუხოდ აცხადებდა, რომ არ ახსოვდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, დღეს დაკითხული გამომძიებელი დაცვის მხარის კითხვების საპასუხოდ აცხადებდა, რომ არ ახსოვდა.

როგორც გვიშიანი განმარტავს, გამომძიებელს არც იმაზე გაუცია პასუხი, თუ რატომ არის ორი მოწმის ჩვენება ერთმანეთის იდენტური.

„დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი გამოკითხა გამოძიების ეტაპზე. ჩვენ მაშინაც გვქონდა კითხვები, თუ რატომ იყო აღნიშნული ჩვენებები იდენტური. აღნიშნულ კითხვაზე, ასევე კითხვებზე, რაც არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მაგალითად, თუ რა პერიოდში გამოიკითხა მოწმე, ვინ ესწრებოდა გამოკითხვას, წაიკითხა თუ არა ოქმი, ხელი მოაწერა თუ არა მან, იქნა თუ არა შეფასებული მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, შეეძლო თუ არა, მას ჩვენების მიცემა, გამომძიებელს ერთადერთი პასუხი ჰქონდა, რომ არ ახსოვს, ანუ არაფერი არ ახსოვდა. თუ რატომ იყო ორი მოწმის ჩვენება იდენტური, ვერც ამაზე გასცა პასუხი, ბუნებრივია, გვაინტერესებდა, ხომ არ იყო ეს ჩვენებები მისი ინიციატივით გადაკოპირებული და ხომ არ იყო მისი ინიციატივით შედგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ უთქვამს და არ დაუსახელებია.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალთან შემხებლობაში არ იყო მათი ჩვენება, თუმცა, მათ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები გარდაცვალებასთან არ იყო კავშირში. გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ“, - განაცხადა გვიშიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს