"ქართული ოცნების" ლიდერებმა მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, პროექტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია.

ძველი კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

მათივე ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

პროექტის ფარგლებში, შენობის სივრცეში ინტეგრირებულ არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს" საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა