ანონსი 14 სექტემბერი

14 სექტემბერს, 09:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 სექტემბერს, 10:30 საათზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ პრესკონფერენციას გამართავს, რითაც ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესატანი ცვლილების პროექტის ფართო საზოგადოებისათვის პრეზენტაციას.

მის: ძმები ზუბალაშვილების #6

საკონტაქტო: 599 54 55 19

14 სექტემბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ახალ კამპანიას "შეიძინე ქართული" გახსნის.

მის: უზნაძის 105

საკონტაქტო: 598 33 16 80 თორნიკე მუმლაძე

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის თაობაზე

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი გამართავს ბრიფინგს და განცხადებას გააკეთებს.

თემა: "როგორ იყენებს მთავრობა პანდემიას წინასაარჩევნოდ და წარადგენს კორონავირუსთან "თანაცხოვრების გეგმას", რომელიც თავიდან აგვარიდებს მასობრივ ჩაკეტვას და ეკონომიკის ჩამოშლას".

მის: მიცკევიჩის 29 ა , მეოთხე სართული. ( პარტია "რეფორმერის" ოფისი)

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე - 5 99 10 15 20

14 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაეროს ექსპერტი ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: გაუარესებული ეპიდვითარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. კორონავირუსის გავრცელების რისკი ტრანსპორტში - ახალი მეცნიერული მტკიცებულებები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 სექტემბერს, 11:30 საათზე, ფოთში, ევროპულ სახლში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება. თემა: ქართული ოცნების რეაქცია კოვიდ 19-ზე.

მის: ფოთი, რუსთაველის რკალი #24 (ევროპული სახლი)

14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ მართავს საარჩევნო პროგრამის, საარჩევნო სიის ათეულის და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პრეზენტაციას.

მის: მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩა N 19, რესტორანი ბაგინეთი.

საკონტაქტო: დოდო შონავა - 577518333

14 სექტემბერს, 13:00 საათზე, ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პირველ მაჟორიტარს წარადგენს ქარელი-ხაშურის ოლქში.

მის. ქარელის ცენტრალური სტადიონი, ყაზბეგის 86.

საკონტაქტო: ჯილდა მაჭავარიანი - 599272987

14 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში პარტია ,,გია ჟორჟოლიანი სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პარტიული სიისა და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ.N3

14 სექტემბერს, 15:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო პერიოდში, ნარკოლოგიური შემოწმებისა და ცნობის საფასურის შემცირება

მის: ყაზბეგის 47

საკონტაქტო:557494724

14 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ VI რიგგარეშე ყრილობას გამართავს.

ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, პარტიის გამგეობის შემადგენლობა, დასახელდება პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევე პარტიული სიის პირველი ნომერი.

მის: მცხეთა, თეატრონის სტადიონის მიმდებარედ, "მცხეთა რივერსაიდი".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა