ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული 150 ადამიანის ტესტირების შედეგად, ახალი კორონავირუსი 16 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ მედი ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 61 პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 11 პაციენტი, ნაკლები სიმძიმისაა 18 პაციენტი. დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა.
მთლიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 656 შემთხვევა დაფიქსირდა, 186 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6.

























