გრიგოლ გეგელია - ქალაქში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა, რუსთაველების დაწამვლა ყოველდღიურად გრძელდება

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გეგელია პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავის მაცხოვრებლების განზრახ მოტყუებაში ადანაშაულებს.

“სანამ პრემიერი გიორგი გახარია და „ქართული ოცნება“ რუსთაველებს ურცხვად ატყუებს, რომ მის მთავრობას დაბინძურებული ჰაერის პრობლემა აინტერესებს, მაშინ, როცა 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რუსთაველების დაწამვლა ყოველდღიურად გრძელდება. „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის“ ცნობით, დღეს რუსთავის ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა მრავალჯერ აღემატება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის დასაშვებ ნორმას.

დღეს ამ ქალაქის ჰაერში PM10-ის შემცველობა 132.39 მკგ/მ3-ია, მაშინ, როდესაც, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს35-50. ხოლოPM2.5-ის შემცველობა არის 60.07 მკგ/მ3, მაშინ, როცა, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 20-25. ვიმეორებ, ეს არის მყარი ნაწილაკების შემცველობა, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ბავშვთა განვითარებისთვის, ადამიანის გონებრივი ნაყოფიერებისთვის”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში არსებული არასწორი პოლიტიკა ჩვენს მოქალაქეებს კლავს.

“მოქმედი და წინა ხელისუფლების გულგრილმა, ანტი-ადამიანურმა პოლიტიკამ რუსთაველები პირდაპირ გაწირა ნელი სიკვდილისთვის და ამ ქალაქის ხალხის ფუნდამენტური უფლება ფეხქვეშ გათელა, როდესაც მათ წაართვა ჯანსაღი ცხოვრების შანსი. ეს დაწყევლილი წრე ამ შემოდგომაზე დასრულდება.

პირობას ვდებ, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება „ლელოს“ გამარჯვებიდან 300 დღეში, როდესაც ჩვენ გავამკაცრებთ კანონმდებლობას, შემოვიღებთ უმკაცრესი აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და დავნერგავთ რუსთავის სპეციალური გამწვანების პროგრამას”, - განმარტავს გეგელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს