ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაკარგულად ითვლება

ნეპალის ორ სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად 21 ადამიანი ითვლება.

განსაკუთრებით სოფელი ბაჰრაბისე დაზარალდა, სადაც სტიქიამ 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა. სოფელში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 10 და დაკარგულია 21 ადამიანი. გარდა ამისა, 2 ადამიანი ემხვერპლა მეწყერს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის მდებარე სოფელ ბაგლუნგში.

ცნობისათვის, ნეპალში წელს, ივნისი-სექტემბრის მუსონურ სეზონზე, წყალდიდობებსა და მეწყერს 314 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულია სულ მცირე 111 და დაშავებულია 160 ადამიანი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ