სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი დეიდაშვილის მეშვეობით

როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა, უჩა მამაცაშვილის ვოიაჟები მოსკოვში ბუნებრივია კითხვებს იწვევს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, კითხვებს იწვევს მამაცაშვილის მოგზაურობები რუსეთში, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა.

კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიალოგის ხაზი მოსკოვთან მისი დეიდაშვილის მეშვეობით აქვს.

„უჩა მამაცაშვილი ვინ არის ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილთან ყველაზე ახლოს მყოფი პირი არის, მისი კონსულტანტია, ამიტომ, როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა, მისი ვოიაჟები მოსკოვში ბუნებრივია იწვევს კითხვებს. ეს გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ივანიშვილის რუსეთთან ბმა ყველასთვის ცნობილია და ასევე ცნობილია, რომ მას, როგორც ჩანს, აქვს დიალოგის ხაზი მოსკოვთან თავისი საყვარელი დეიდაშვილის მეშვეობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ასეთი ტიპის დაფარული კავშირები, ასეთი ტიპის დაფარული ხაზები არ უნდა არსებობდეს. საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ თემებზე.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა