​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 90 ადამიანის ტესტირების შედეგად, 18 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 19-ის კი, საშუალო სიმძიმის.

სოჭში სამკურნალოდ ორი ადამიანი გადაიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 674-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულა რაოდენობა კვლავ 186-ს შეადგენს.

მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა