რუსული სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“ დასკვნითი ფაზა ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება

სამხედრო სწავლების „კავკასია 2020“-ის აქტიური ფაზა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის მონაწილეობით, 24-25 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ კამკიამ განუცხადა.

მისი თქმით, წვრთნების განმავლობაში, აფხაზეთს წარმოადგენს სამხედრო-საჰაერო ძალები, სპეცდანიშნულებისა და მოტომსროლელთა შენაერთები.

სწავლება 21-26 სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთის სამხედრო ოლქში გაიმართება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს. სწავლება შავ და კასპიის ზღვებშიც არის დაგეგმილი. სამხედრო წვრთნებში 80 ათასი ადამიანი მიღებს მონაწილეობას, მასში ჩართული იქნება 250 ტანკი და 450 სამხედრო მანქანა, 200-მდე საარტილერიო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. სწავლება ორ ეტაპად გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა