მევლუთ ჩავუშოღლუ - გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდები სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან

თურქეთი არ მოელის, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთთან და კვიპროსთან უთანხმოების გამო მას ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდები სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას 24-25 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე, თუმცა შეიძლება იყოს კიდეც. არსებობს ასეთი შესაძლებლობა. ის შეიძლება იყოს ჩვენი გემების, კომპანიების ან ცალკეული პირების წინააღმდეგ. მათ ასეთი გადაწყვეტილებები წარსულშიც მიუღიათ. ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს გადაწყვეტილებებზე? არა, ჩვენი შეუპოვრობა გაიზარდა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან გაიმეორა, რომ თურქეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, მაგრამ დასძინა, რომ სეისმური კვლევითი ხომალდი Oruc Reis მალე განაახლებს მუშაობას. ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები 24-25 სექტემბერს სპეციალურ სამიტს გამართავენ, სადაც კვიპროსსა და თურქეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგორესურსებთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ