შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის მოთხოვნ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა.

"დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდ ხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი. რა თქმა უნდა, ჩვენი შუამდგომლობებით დავიწყებთ სხდომას, რომელიც მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას შეეხება. რაც შეეხება მოტივაციას და არგუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, საფუძვლიანი, დასაბუთებული არ არის. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომელიც უბრალოდ არ აწყობთ, პირდაპირ გეტყვით მათ სხვა მიზეზი არ გააჩნიათ", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ბრალდების მხარე დაცვის მხარის ნუსხიდან იმ მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არაა.

"საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და ვერაფერს ვერ ხედავდნენ, პირველ ეპიზოდსაც კი ვერ ადასტურებენ. ანა გაბეჩავა ამ პიროვნებებს შორის არ არის", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ