„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ჩხენკელს 3 რეკომენდაციით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით, არც სასწავლო პროცესის დაწყების გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის და საჭიროა განათლების სამინისტრომ განმარტებები გააკეთოს თუ რა მოსამზედებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარი სკოლებში, თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის.

ტოხვაძე სამ რეკომენდაციას სთავაზობს განათლების სამინისტოს, რომელიც საჯარო სკოლების დახმარებას, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის გაგრძელებას და უსაფრთხოების მართვის პროცესში მშობლების ჩართულობას ითვალისწინებს.

"წესითა და რიგით დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნდა მიგველოცა მოსწავლეებისთვის, ისე როგორც ეს მოხდა განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. განათლების სამინისტრომ შექმნა პოზიტიური მოლოდინი და უპასუხისმგებლოდ გადაავადა სწავლის დაწყება. ვინაიდან არც გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის, კეთილი ინებოს სამინისტრომ და განმარტოს რა მოსამზედებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარო სკოლებში თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და მით უფრო უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის. 3 რეკომენდაციას ვთავაზობ მიხეილ ჩხენკელს: 1) გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დაეხმარეთ საჯარო სკოლებს; 2) ჩამოეხსენით კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მიეცით საშუალება დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძონ სწავლება;

3) ჩართეთ მშობლები უსაფრთხოების მართვის პროცესში და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს