ანრი ოხანაშვილი - წარსულის პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის მანიაკალური სწრაფვით არიან შეპყრობილი და ცდილობენ ისევ წარსულში დააბრუნონ ჩვენი ქვეყანა

წარსულის პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის მანიაკალური სწრაფვით არიან შეპყრობილი და ცდილობენ ისევ წარსულისკენ დააბრუნონ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური ჯგუფები არ ცვლიან წინასაარჩევნო კამპანიის შინაარს, მეთოდებს და “მათ ფანტაზიას ბოლო დროს საზღვარი აღარ აქვს“.

„ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას სთავაზობს პოზიტიურ და მომავალზე ორიენტირებულ წინასაარჩევნო კამპანიას, ვგმობთ სიძულვილის ენას და ტყუილის ტირაჟირებას, თუმცა, ოპოზიციური ჯგუფები არ ცვლიან წინასაარჩევნო კამპანიის არც შინაარსს და არც მეთოდებს. მათ ფანტაზიას ბოლო დროს საზღვარი აღარ აქვს. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია წარსულის პარტიის ერთ-ერთი წევრის ზოდელავას მიერ გაჟღერებული სასაცილო, კომიკური და ყალბი ამბავი, თითქოს მეორე ტალღის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ ინფიცირებული ფულის გავრცელებაა. თუმცა, ამ ამბავში ყველაზე კომიკური მისი შინაარსი კი არა, ისაა, რომ ეს ადამიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი და პროგრესიული ძალა თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება განახლებული გუნდით მაშინ, როდესაც წარსულის პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის მანიაკალური სწრაფვით არიან შეპყრობილი და ცდილობენ ისევ წარსულისკენ დააბრუნონ ჩვენი ქვეყანა. თუმცა, ჩვენი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რაიმე სახის არეულობას, ჩვენ ვართ გარანტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების. ჩვენ ვართ გარანტი თქვენი შვილების უკეთესი მომავლის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა