იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ცხელი ხაზი  - 1485 დაემატა

იურიდიული დახმარების სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების ქოლ-ცენტრს დაემატა ახალი ოთხციფრიანი ცხელი ხაზის ნომერი 1485,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს.

ამასთან, ახალ ცხელ ხაზთან ერთად მოქმედია იურიდიული დახმარების სამსახურის ქოლ-ცენტრის წინა ცხელი ხაზიც.

„ამიერიდან მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტელეფონიდან (როგორც მობილური, ასევე, საქალაქო) პირდაპირ აკრიფონ ოთხი ციფრი 1485 და უფასოდ მიიღონ კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე.

გარდა ამისა, ასევე მოქმედია იურიდიული დახმარების სამსახურის ქოლ-ცენტრის წინა ცხელი ხაზიც - 292 00 55, სადაც მობილურიდან დარეკვის შემთხვევაში აუცილებლი იყო საქალაქო კიდის 032 -ის აკრეფა, რაც საზოგადოების მცირე ნაწილში დაბნეულობას იწვევდა.

ამიტომაც, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიოლებულია კომუნიკაცია სამსახურის ქოლ ცენტრთან.

ქოლ-ცენტრში მუშაობს ოთხი იურისტი, რომლებიც პასუხობენ ერთდროულად შემომავალ ზარებს და ასევე პასუხობენ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე შემოსულ კითხვებს.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქოლ-ცენტრის ოპერატორებმა 21 000-მდე მოქალაქეს გაუწიეს იურიდიული იურიდიული კონსულტაცია.

ამავე პერიოდში, იურიდიული დახმარების სამსახურს მთლიანად, 13-ივგე რეგიონულ ბიუროსა და 19 საკონსულტაციო ცენტრში, სამართლებრივი რჩევებისთვის მომართა 40 000 -ზე მეტმა მოქალაქემ და მიიღო შესაბამისი დახმარება.

გლობალური პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა. ქოლ-ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურს საშუალებას აძლევს უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიმართ. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების თორმეტი ბიუროსა და შვიდი საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

დაარსების დღიდან დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულია 205 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ–დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის (ფეისბუკი, სკაიპი, ელფოსტა) საშუალებით ხორციელდება. სამსახურის ვებგვერდზე www.legalaid.ge და სოციალური ქსელის გვერდზე facebook/legalaid.ge მუშაობს ონლაინ–ჩათი, რომელსაც მოქალაქეები მათთვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებზე პასუხების მისაღებად მიმართავენ.

უფასო სამართლებრივი დახმარების ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველდღე, დილის 10-დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის და დასვენების დღეების გარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა