ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

„სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ სამინისტროსა და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობით შესაძლებელი გახდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საჯარო განხილვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ერთიანი მუშაობით, ორ წელიწადში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვექნება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია კომპლექსური დოკუმენტია, რომლის მთავარ ამოცანას სამრეწველო საწარმოების რეგულირება, ეკოლოგიური ინიციატივების ხელშეწყობა (სატრანსპორტო სისტემის გადახალისება, ველო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობა, მწვანე სივრცეების ზრდა და განვითარება) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

უწყების ცნობით, ონლაინ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს