ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კიდევ 170 დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უწყება აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განიხილავს.

„უკვე ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ბათუმში ჰოსპიტალური სექტორისა და ასევე, პირველადი ჯანდაცვის მზაობას. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ გვცოდნოდა, თუ როგორ, რა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში ჰოსპიტალურ სექტორში ინფექციის გასამკლავებლად. ჩვენ ასევე გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც უსიმპტომო პაციენტები გაივლიან მკურნალობას სასტუმროებში. ჩვენ უზრუნველვყოფთ თითოეული პაციენტის შემთხვევაში უწვეტ მონიტორინგს. ისინი იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. თითოეული სასტუმრო აღჭურვილია ინსტრუმენტული კვლევის საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, ექიმებს გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომელი პაციენტი ექვემდებარება კვლავ სტაციონარში დაბრუნებას",- განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს