პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დაამტკიცებული ცვლილებებით, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენისგან თავისუფლდება

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ამავე კანონპროექტის თანახმად, თუ ამ ცვლილების ამოქმედებამდე, პირი პარლამენტის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობის გამო არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში დეპუტატად არჩეული პირი ვალდებული იქნება, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და ამავე ვადაში წარადგინოს ნარკოლოგიური ცნობა.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს