ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე - სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, კონსულტაციისთვის ვინმეს მიმართავს

მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი ყოველგვარი ფანტაზიის მიღმაა გასული.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან - ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Faceebook-ზე გამოაქვეყნა კიევში, ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“ მიმართა. მან აქცენტს ხელისუფლების მიერ მევენახეებისთვის სუბსიდირების ოდენობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 30 თეთრი „უბრალოდ დაცინვაა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა